კოლაბორანტები! მოღალატეები! - ოპოზიციონერი ქალები „ლელოს“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 05 ივლისი 2025, 16:57
ოპოზიციონერი ქალები ლელოს გადაწყვეტილებას - მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა - საკუთარ ფბ გვერდებზე აკრიტიკებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი: 

„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.

ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ.

რეჟიმის ნორმალიზაცია მის მიერ დანიშნული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით - არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

რაც არასწორია - ის სამიზნეა. რაც ჩვენ გვაზიანებს - იმას ჩვენ დავაზიანებთ.“


ელენე ხოშტარია:

„ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი „ლელო“, რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!

სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ! და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ!

ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება“


ხატია დეკანოიძე:

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას. საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე. სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა!”

თინათინ ბოკუაჩავა:

„ძალიან სამწუხაროა. უკიდურესად. „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.

ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.

არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.

დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი