ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 05 ივლისი 2025, 18:01
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს.

ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას განუცხადა, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობდა.

„თურქეთს ღრმა დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე რუსეთთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დაძაბულობას და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ მომხდარმა სამწუხარო მოვლენებმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი დაიღუპა, კიდევ ორი მძიმედ დაშავდა რეიდის დროს. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების დასჯა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
არქივი