29
05 ივლისი 2025, 18:03

ბუნებრივია, პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა ამ პოლიტიკური ვითარებაში, სადაც სპეკულაციებისა და ასე ვთქვათ სიცრუის ტირაჟირების ფონზე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები უცხოეთიდან ცდილობენ, რომ დღის წესრიგში დატოვონ რადიკალური ოპოზიცია და ასულდგმულონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ, რითაც გამოეხმაურა ციხეში მყოფი ოპოზიციის ლიდერებისთვის პრეზიდენტის შეთავაზებას.
მისი თქმით, ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, არის იმის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიციის მხილება ჰქვია.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ეს განცხადება იძლევა იმის საშუალებას, რომ საბოლოოდ წერტილი დაესვას მანიპულაციებს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ხელმძღვანელების საპატიმროში ყოფნა გამოწვეულია მათ მიერ კანონის დემონსტრაციულად, მიზანმიმართული დარღვევით. შესაბამისად. პრეზიდენტის გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ არის მათი მხილება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ადამიანები, არის კიდევ ერთი შანსი და ასე ვთქვათ, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი იმისთვის, რომ მიეცეს საშუალება რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მით უმეტეს, მათი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მაგრამ ჩვენ უკვე მოვისმინეთ მათი განცხადებები, რომ ისინი არ მიმართავენ [პრეზიდენტს], რაც კიდევ ერთხელ წერტილს უსვამს ყველა კითხვის ნიშანს როგორც გარეთ, ასევე შიგნით და არავის აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ქართულად ოცნებასთან და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს ხელს უშლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე ქვეყნის გარედან, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, კიდევ ერთხელ იქნება ჩაშლილი“, - განაცხადა ბითაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |