უცხოეთშიც კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიციის შანსი ნულია - თვითგანადგურების ისტორიული მაგალითი გვაქვს, როგორ შეიძლება ოპოზიციამ ქვეყანაში საკუთარ თავს ბოლო მოუღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 05 ივლისი 2025, 18:05
უცხოეთშიც კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიციის შანსი ნულია, მიუხედავად იმისა, ისინი შეერთდებიან, გაიყოფიან თუ სხვა ფორმით იქნებიან გადახალისებულად წარმოდგენილები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მისი თქმით, თვითგანადგურების ისტორიული მაგალითი გვაქვს, როგორ შეიძლება, ოპოზიციამ ქვეყანაში საკუთარ თავს ბოლო მოუღოს. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანას საბოლოოდ ბოლო მოუღოს.

„როდესაც რადიკალურ ოპოზიციასა და უცხოეთიდან მათ მხარდამჭერებზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი უცხოელი მხარდამჭერების რეკომენდაციით ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში მაშინ, როდესაც 40% ჰქონდათ. ეს იყო იმის ნათელი მაგალითი, რომ მათი უცხოელი დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ძალადობრივი გზით ჩამოეგდოთ ხელისუფლებიდან. ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, თუმცა ის ძალა და შემართება, რაც მათ თავიდან ჰქონდათ, დინამიკაში ძალიან მოკლებულია. უცხოეთშიც იმატა იმ პოლიტიკოსების რაოდენობამ, რომლებიც კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიცია უგეგმოები არიან და ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ საქართველო ომში ჩაერთოთ და ამ ქვეყანაში ყველაფერი აერიათ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი