რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 05 ივლისი 2025, 18:07
რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს. ბითაძე მოუწოდებს მოსახლეობას, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახსოვდეთ.

„რეალურად ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადავდგით და პოლიტიკური მოთმინების გრძელი გზა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განვლო - ეს ყველაფერი გათვლილია არა ფრაგმენტულად ცეცხლის ჩაქრობებზე, არამედ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ამ ქვეყანას აარიდებს როგორც რევოლუციას, ასევე ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში ჩართვას, რომელში ჩართვა და ჩვენი გამოყენება შეიძლება, სურდეს რომელიმე გარე ძალას.

ასე რომ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ პრაგმატულ და მშვიდ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ყველას კარგად გვახსოვდეს ის გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც ჩვენი სამშობლო მდებარეობს და ის ცეცხლი, რომელიც ჩვენი სამშობლოს საზღვრებს მიღმა ძალიან ახლოს გიზგიზებს - იქნება ეს რეალური ომები და კონფლიქტები თუ პოლიტიკური ტურბულენტობა. მათ შორის არის ის ნათელი მაგალითები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე მიუთითებს სხვადასხვა ორგანიზაციის ფორმატში და სახელმწიფოების მხრიდან.

ასე რომ, რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება და ყველაზე დიდი გეგმა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, ბუნებრივია, ეყრდნობა ქართველი ხალხის გონიერებას, მათ მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ამ სამშვიდობო პრაგმატულ პოლიტიკას აქამდე ვერ მოვიტანდით, რომ არა ქართველი ხალხის გონიერება, სიბრძნე და გამოცდილება", - განაცხადა მაია ბითაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტულსი გაბარდის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების შესაფასებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გამოაცხადა
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
არქივი