ანა წითლიძე - ლევან გოგიჩაიშვილისგან მორალის კითხვას ვერ ავიტანთ - სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რამეს იტყვის, პირი კარგად გამოირეცხოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 05 ივლისი 2025, 21:28

ლევან გოგიჩაიშვილისგან მორალის კითხვას ვერ ავიტანთ, სანამ „ნაციონალური მოძრაობაზე” რამეს იტყვის, პირი კარგად გამოირეცხოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეთანხმება, „ნაციონალური მოძრაობის“ აზრი კი არ აინტერესებს.

წითლიძის თქმით, გოგიჩაიშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილა და ეს სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში ქრთამის სანაცვლოდ მოიპოვა.

„ვუსმენდი გახარიას წარმომადგენელს გოგიჩაიშვილს და ძალიან ბევრს საუბრობს ეს ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მინდა ამ ადამიანს ასეთი რამე ვუთხრა, რომ სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრებს, პირი კარგად გამოირეცხოს. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირად ურთიერთობებს ვითვალისწინებდით, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პატიმარი თავის დროზე ლევან გოგიჩაიშვილი არ ყოფილა. ადამიანის დაჭრის გამო იყო დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის” დროს და ადამიანის მკვლელობის მცდელობის და დაჭრის გამო ჩასვეს ის ციხეში, ამიტომ ლევან გოგიჩაიშვილი აქ რომ იჯდა და იფურთხებოდა, მისგან მორალის წაკითხვას ვერ ავიტანთ. დაიმახსოვროს, რომ სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე” რამეს იტყვის პირი გამოირეცხოს, თორემ ქრთამის სანაცვლოდ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ჰქონდა და როგორ მოახერხა ეს „ოცნების“ პირობებში, ესეც ძალიან კარგად ვიცით და მაგის მოყოლაც შეგვიძლია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეთანხმება, ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ აინტერესებს.

„აქტი, რომელიც გუშინ გამოაგდეს და „გოიმებივით“ აყარეს - ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია. და ახლა კი მიფრიალებენ ზარქუას, რომელიც იყო „ნაცი“ და ბიძინას „ნაცი“ დამიწყებს რაიმეს, რომ რაიმე გადამაფიქრებინოს, თუ მიშას „ნაცი“ რა მნიშვნელობა აქვს? „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ მაინტერესებს, მათი დამოკიდებულება „ლელოსთან“ გამოჩნდა როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი „ტვ პირველთან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი