სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიების შედეგად ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 06 ივლისი 2025, 14:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი“, 13 000-მდე „ექსტაზის“ აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა ადამიანების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის ორი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ს. და 2004 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია 7 ცალ ბურთულაში მოთავსებული „კოკაინი“, „ექსტაზი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნული ნარკოდანაშაულის ფაქტთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18-260-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.

ჩვენი უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
არქივი