ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, აშშ-თან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 06 ივლისი 2025, 22:31

ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც აქვს ქვეყანას.

„ჩვენ ვაკავშირებდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას, ამ კუთხით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს როლი, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის იდება ძალიან დიდი ინვესტიციები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში, პორტებში, აეროპორტებში. გაგრძელდება ამ მიმართულებით  სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ სახელმწიფოს ზღვასთან, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ შესაბამისი პოტენციალი, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: მარტის მოვლენებმა განსაკუთრებით ცხადყო, რომ საქართველო თუ შედგა როგორც სახელმწიფო, ამაში ეკლესიას დიდი როლი აქვს, ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ებრძვიან ეკლესიას
ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
არქივი