შალვა პაპუაშვილი: თუკი მანამდე ყველა გვირჩევდა, რომ უნდა გვქონოდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, თურმე დადგა მომენტი, როდესაც ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენგან ჰქონდათ, ეს იყო ესკალაცია რუსეთთან, როდესაც არავინ არ გვთავაზობდა დაცვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 06 ივლისი 2025, 22:36

თუკი მანამდე ყველა გვირჩევდა, რომ უნდა გვქონოდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, თურმე დადგა მომენტი, როდესაც ერთადერთი მოლოდინი, რაც ჩვენგან ჰქონდათ, ეს იყო ესკალაცია რუსეთთან იმ პირობებში, როდესაც არავინ არ გვთავაზობდა არც სამხედრო და არც ეკონომიკურ დაცვას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის მხრიდან დაწყებულ ზეწოლაზე საუბრისას.

„ჩვენ ბევრჯერ გვიკითხავს ევროკავშირის და ნატოს წევრებისთვის, რომ მათი მოწოდებების უკან თუ იდგა მათი გვერდში დგომის მზაობა, ამაზე ვიღებდით პასუხს, რომ - არა. ჩვენ მარტო ვიქნებოდით იმ რისკების წინაშე, რაც მოჰყვებოდა მათი ყიჟინის და მოწოდებების შედეგად ესკალაციას რუსეთთან", - განაცხადა შალვა პაპუასვილმა.

მან უცხოელი დიპლომატების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემთხვევებიც გაიხსენა.

„საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვნახეთ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც ჩართულები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს იყო ანომალია. თუკი რამე არის ანტიევროპული, ეს იყო ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რადიკალური ოპოზიციის მიტინგზე, ამას ხომ არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. თუ რამესთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, ეს არის საბჭოთა კავშირთან. ჩვენ ვიხილეთ ელჩები, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ელჩი ვნახეთ, რომელიც აწარმოებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
ირაკლი კობახიძე - ფასების შემცირებით თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული, ჩვენც იგივე ინტერესი გვაქვს, რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები
ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
პრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა
არქივი