ადვოკატი - გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი - ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 07 ივლისი 2025, 15:47

გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი - ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს,- ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ვინაიდან რამიშვილს ბრალი ჯერ არ წარდგენია, ის მისი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს.

„დიახ, ნამდვილად შევხვდი გიორგი რამიშვილს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით და კონკრეტულად მის პოზიციასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯერ ბრალი არ წარდგენია და მისი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია. თუმცა, აქვე მინდა განვაცხადო, გიორგი ამბობს იმას, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი, ამ ყველაფერთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რამიშვილს ექნება შესაძლებლობა, მინიმუმ წერილობით მაინც გააკეთოს განცხადება. მე თავს არ მივცემ უფლებას, მისი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებამდე ჩემი პოზიცია გავაჟღერო. ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო და ვთქვა, რომ ამ ინციდენტს ბატონი გიორგი პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს“,- განაცხადა ჭკადუამ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა „საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ბარგში შემთხვევით მოხვდეს იარაღი“, ადვოკატმა დასძინა, რომ „სადაც არსებობს სიტყვა - „შემთხვევით“ და „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს“.

„სადაც არსებობს სიტყვა - „შემთხვევით“ და სადაც არსებობს სიტყვა - „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მესმის, არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი. ამასთან დაკავშირებით როგორც ოჯახმა, ასევე „სილქ როუდ ჯგუფმა“ გააკეთა განცხადება, რომ მოგვიანებით და დამატებით კითხვებთან დაკავშირებით გიორგი აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას. რამიშვილს დავუტოვოთ ეს უფლება, რომ მან განმარტოს საზოგადოების წინაშე და მასმედიისთვის ის დეტალები, რაც მისთვის ცნობილია“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ აეროპორტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
არქივი