ადვოკატი ლალი აფციაური - ალექსი ახვლედიანს ვერ ვესაუბრე, უმძიმესი სტრესი აქვს და ფიზიკურად ვერ მივიღე მისგან ინფორმაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 07 ივლისი 2025, 16:58

ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ალექსი ახვლედიანთან ხანმოკლე ვიზიტი ჰქონდა.

მისი თქმით, ალექსი ახვლედიანს უმძიმესი სტრესი ააქვს მიღებული და საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

„ბრალი წარდგენილი არ აქვს, ხანმოკლე ვიზიტი მქონდა, ვერ ვესაუბრე, ისეთი სტრესი აქვს მიღებული. ფიზიკურად ვერ მივიღე მისგან ინფორმაცია, უმძიმესი სტრესი აქვს მიღებული. არაფერი უთქვამს მასაც და არც მე დამისვამს რამე კითხვა“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი