პროკურორის განცხადებით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 07 ივლისი 2025, 23:07

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორის, თორნიკე მახათაძის განცხადებით, არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

პროკურორის განცხადებით, გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

“როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში”, - განაცხადა პროკურორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი