ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, ევროპარლამენტს მიმართოს, რომ არიან უკიდურესად შეურაცხყოფილები​, 2024 წლის დასკვნა რომ მოისროლეს სანაგვე ყუთში - 2024 წლის დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოგვიწოდებენ, ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ ისევ სწორება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 08 ივლისი 2025, 14:29
ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეურაცხყოფილები, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ და მოისროლეთ სანაგვე ყუთში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თუ ეუთო/ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნას აღიარებენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ახლა მოუწოდებენ ამ ორგანიზაციაზე გააკეთონ სწორება, ხელისუფლებაც მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.

„ამის მერე გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე არ ღირს ამის გაკეთება. მოდი, 2024 წლის დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ჩვენ მოგვიწოდებენ რომ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ ისევ სწორება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.“ - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს და ერთი ან ორი ადამიანი გარდაიცვალა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ
თეა წულუკიანი: კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი იქნება ერთ ადგილას თავმოყრილი 9-წლიანი მმართველობა და შემდეგ, ოპოზიციაში გადასული ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი რას საქმიანობდნენ სახელმწიფოს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ
აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს
თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავა
ევროპის პროფკავშირების მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში
არქივი