ე.წ სტელას ბაღის რეაბილიტაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 08 ივლისი 2025, 16:01
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა, მიღწეული შეთანხმების შედეგად კი ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცა. 
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი და სხვა ურბანული ავეჯი; მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. 

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. 

„კეთილმოწყობილი და გამწვანებული დასასვენებელი სივრცეების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ლეონიძის 11ა-ში მდებარე სკვერი სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი მოთხოვნის მიუხედავად, წლების მანძილზე ვერ ვახერხებდით რეაბილიტაციას. საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას, რისთვისაც მადლობას ვუხდი გოგი გეგჭკორს და მარიამ ლომთათიძეს. პროექტი 2 თვეში დასრულდება და კიდევ ერთი ლამაზი სკვერი შეემატება ჩვენს რაიონს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 530 000 ლარია გამოყოფილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი