დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მცდელობა, სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 09 ივლისი 2025, 09:31
მცდელობა, სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის საკუთრივ ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში , - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებთან დაკავშირებით.

„ეს არის ის დოკუმენტები, სადაც აშკარად ჩანს ძალმომრეობა ქართველ ხალხზე, ქართულ საზოგადოებაზე. მცდელობა, სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის საკუთრივ ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში და იმ ერთი მუჭა რადიკალებისთვის, რომლებიც საქართველოში არიან, მცდელობა, რომ მაცოცხლებელი ენერგია შემატონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
მარკო რუბიო - ემანუელ მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა
ემანუელ მაკრონი - მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს
აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს
თეა წულუკიანი: 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს და ერთი ან ორი ადამიანი გარდაიცვალა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ
არქივი