თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 09 ივლისი 2025, 10:23
თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.

„ქრონიკასთან“ საუბარში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ აღნიშნა, რომ რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნა იყო.

„ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს. საჭიროება არ დამდგარა. ოჯახის მოთხოვნით გადავიდა [თურქეთში]. იყო დადებითი დინამიკით. სტაბილურად მძიმე პაციენტი იყო და აპარატზე იყო, გაუმჯობესებული პარამეტრებით“, - აღნიშნა ექიმმა სატელეფონო საუბარში.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის გაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეაფასა. ლევან რატიანის თქმით, რიჟვაძე სტაბილურად მძიმეა, თუმცა შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა და მართვითი სუნთქვიდან ის მალე უნდა მოიხსნას.

გულ-მკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
არქივი