საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 09 ივლისი 2025, 18:23

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზე. გეკა გელაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ივნისის თვეში შედგა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე მის სომეხ კოლეგასთან და გამოხატა მადლიერება სომხური მხარის მიმართ დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი