მაკა ბოჭორიშვილი: ჩნდება განცდა, რომ პარალელური სამყარო შექმნეს, პარალელური საქართველო, სადაც სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, სადაც კვლავ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი და ქართველი ამომრჩეველი, ქართველი ხალხი არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 10 ივლისი 2025, 00:38

ზოგადად, დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას, რეალობას საქართველოში და ჰქვია, რომ არის საქართველოზე, ძალიან რთულია შეაფასო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

მისივე თქმით, „ძალიან სამწუხაროა, როდესაც რასა არის ევროპის სახე და გვესაუბრება ევროპარლამენტიდან დემოკრატიაზე, დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე ტყუილებით, დეზინფორმაციით“.

„ზოგადად, დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას, რეალობას საქართველოში და ჰქვია, რომ არის საქართველოზე, ძალიან რთულია შეაფასო. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩნდება ასეთი განცდა, რომ რაღაც პარალელური სამყარო შექმნეს, პარალელური საქართველო, სადაც სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა კვლავ, სადაც კვლავ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი და ქართველი ამომრჩეველი, ქართველი ხალხი არ არსებობს, ან არსებობს მხოლოდ ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ თუ მანთ უნდათ, რომ იყოს. რაღაც ასეთ პარალელურ ქვეყანაზეა თუ სხვა სამყაროზეა საუბარი ამ რეზოლუციაში და ძალიან ძნელია ამის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებზე შემდეგ სერიოზულად იმსჯელო და სერიოზულად აღიქვა.

თუმცა, ალბათ საყურადღებო მაინც არის თუ რა გეგმა ისახება საქართველოსთან მიმართებაში, რა შეიძლება იყოს ის სურვილები, ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებენ ეს ბიუროკრატები. ძალიან სამწუხაროა, როდესაც რასა არის ევროპის სახე და გვესაუბრება ევროპარლამენტიდან დემოკრატიაზე, დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე ტყუილებით, დეზინფორმაციით. ლექციებს კითხულობენ დეზინფორმაციაზე და სინამდვილეში სამი წინადადებიდან სამივე არის ტყუილის შემცველი საქართველოსთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ერთგვარი გეგმები თუ სურვილები საქართველოსთან დაკავშირებით. რა შეიძლება გამოიყენონ. რეალურად არიან ინსტრუმენტების ძიებაში. თქვენ ალბათ გახსოვთ, 2022 წელს, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით, მაშინ იყო მსგავსი რეზოლუციები, მსგავსი მცდელობები და ერთგვარად, გადმოლაგება იმ ინსტრუმენტების, რაც შეიძლებოდა გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი იყო 2024 წელსაც, მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭო განიხილავდა საქართველოს საკითხს და ახლაც, რაღაცნაირად ძიებაში არიან, რომ იპოვონ მათთვის ეფექტიანი საშუალება იმისათვის, რომ გავლენა მოადინონ არჩევნებზე, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში. არჩევნებზე ჯერ ჩამოსაყალიბებლები არიან, სჭირდებათ თუ არა არჩევნები საქართველოში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი