მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 10 ივლისი 2025, 00:40

35 წელი ჩვენს სამუშაო ოთახებს ერთი კედელი ჰყოფდა, 30 წელი ბიზნესში და ბოლო 5 წელი პარტიაში. აქაც, ციხეშიც გვერდიგვერდ ვართ ისე, რომ ვერ ვკონტაქტობთ... თუმცა, ბრძოლას აქედანაც ვაგრძელებთ!  - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

"ადვოკატები მეუბნებიან, როგორ სულ ემთხვევა თქვენი პოზიციებიო. ეს არცაა საკვირველი.

ჩვენ ერთად ბრძოლის დროს ხშირად გვიკამათია, მაგრამ არასდროს ქვეყნის მომავალზე - თუ როგორ ვხედავთ გამარჯვებული და ძლიერი საქართველოს მშენებლობას და ქართველების ბედნიერ მომავალს ამ უნიკალურ ქვეყანაში.

დღეს შენი დაბადების დღეა! 65 წლის გახდი...

პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ხარ და მოგილოცო მთელი გულით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის! შენ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი ხარ და სხვანაირად არ ძალგიძს.

დიდხანს იცოცხლე და იხარე შენს ოჯახთან ერთად!

შენი ძმა, მამუკა!" - წერს ხაზარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიომ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპელმა დიპლომატებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს
კახა კალაძე 13 სექტემბერს დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ: ეს არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს აქვთ
გინდათ, მოლაპარაკებები გახსნათ? - მზად ვართ! გინდათ, ევროკავშირში მიგვიღოთ? - მზად ვართ!
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
არქივი