მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო აშშ-ის კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 10 ივლისი 2025, 06:48

საქართველო აშშ-ის კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ „ფიქრის პერიოდი“ ვაშინგტონში დასრულდება და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო მკაფიო პოზიციას დაიკავებს საქართველოსთან მიმართებაში.

„ჩვენმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ღია წერილი, რომელშიც ძალიან კარგად არის მოცემული, რა გვსურს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რას მოველით მისი ახალი ადმინისტრაციისგან. ეს არის ის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება. ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს“, –  აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის ელჩთან და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ბოლო კომუნიკაციაზეც ისაუბრა.

„მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მათ შორის, ბოლო კომუნიკაციას ესწრებოდა ასევე ვაშინგტონიდან წარმომადგენელი, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მასაც ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ის შეხვედრა და ყოფილიყო მონაწილე ამ შეხვედრის. რა თქმა უნდა, საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, რაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა. ერთი რამ არის კიდევ  მნიშვნელოვანი, რამდენად უწყობს ხელს ეს საელჩო და ელჩი ორ ქვეყანას შორს ურთიერთობების გაძლიერებას.

ჩვენ მოველით, რომ ფიქრის პერიოდი დასრულდება სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ სიცხადეს. სამწუხაროდ, ამ დრომდე, ისიც უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის მიერ მიღებული „მეგობარი აქტი“ ერთგვარად ასე იყო მოწოდებული, რომ ეს თითქოს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია და ეს არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, შეიძლება ასეც მივიღოთ, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა და მოელის სენატში განხილვებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის კონგრესში წარდგენილი ე.წ. მეგობარი აქტის შესახებაც საუბრისას განაცხადა, რომ დოკუმენტი არ ასახავს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას.

„ჩვენთვის „მეგობარი აქტი“ არ არის მეგობარი აქტი, ეს არ არის აქტი მეგობრობის შესახებ.  ჩვენ მოველით სტრატეგიულ პარტნიორობას და არა „მეგობარი აქტის“ ჩარჩოში განსაზღვრულ იმ ურთიერთობას, რომელიც წარმოუდგენია მეგობარი აქტის ავტორს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი