ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 10 ივლისი 2025, 09:45

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო დეტალია.

ჩამოთვლილია კონკრეტული ორგანიზაციები და სოლიდური თანხა, რომელიც ამ ორგანიზაციებს ჩაერიცხათ, ან მომავალში ჩაერიცხებათ. მათ შორისაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. როგორც ირკვევა, საქართველოში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოწინააღმდეგე ამ ორგანიზაციას უკვე მიღებული აქვს 967.343 ევრო. ამავე ოდენობის თანხაზე აქვს ევროკომისიას დადებული კონტრაქტი „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“.

ბაია პატარაიას „საფარი“ კი, კონტრაქტის მიხედვით, 900 ათას ევროს მიიღებს. ორი მილიონის ღირებულების კონტრაქტია დადებული „სამოქალაქო საზოგადოების“, იგივე „სოროსის ფონდთან“.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 750 ათასს მიიღებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. 31,947 აქვს მიღებული „ჩაიხანას“ და კონტრაქტის მიხედვით მიიღებს 532,117 ევროს.

ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ორგანიზაციებისა, რომლებთანაც ევროკომისია თანამშრომლობს და სოლიდურ თანხებს ურიცხავს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო დროს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, მათ შორის „ფარას“ ანალოგიც, არის სწორი ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი