ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 10 ივლისი 2025, 12:41

ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან, ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს.

„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი – ოთხ მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს. არ შეიძლება, ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ ამიტომ არიან დისკრედიტებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი