თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ჯიქიას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 10 ივლისი 2025, 12:44

სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა საბა ჯიქიამ და განაცხადა, რომ მხნედ არის.

„შინაგანი შიში მაინც მაწუხებს, რადგან მეშინია დამარცხების და არ მინდა, მომავალმა თაობებმა მარცხის გამო გაგვკიცხონ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად“, – განაცხადა საბა ჯიქიამ და სასამართლოში შეკრებილ ახლობლებს მიმართა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდნენ დარბაზში მყოფი საბა ჯიქიას მეგობრები და აქტივისტები.

19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
არქივი