პრემიერი: კონკრეტულ ორგანიზაციებს არ სურთ, რომ საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია, ვინაიდან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის - ექსტრემიზმი, რევოლუციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 10 ივლისი 2025, 12:50

კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს - გამჭვირვალობას და კონკრეტული ორგანიზაციები გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, რეალურად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი და, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ სურდათ საქართველოში რეალიზებული ყოფილიყო დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი - გამჭვირვალობა.

„ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი კონკრეტულ ორგანიზაციებს, აშკარაა, რომ საქართველოში ხდებოდა გარე წყაროებიდან ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, ათასგვარი მანკიერი პროპაგანდის, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დაფინანსება - რა თქმა უნდა ეს დასამალია და ამიტომ არ უნდათ, საქართველოში იყოს რეალიზებული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რასაც ჰქვია გამჭვირვალობა. ჩვენ, თავის დროზე, მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ეფუძნებოდა ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ, ევროპულ პრინციპს - გამჭვირვალობას. ისინი გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პროპაგანდის თაობაზე. ეს ყველაფერი დღესავით ნათელია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი