კახა კალაძე - ეუთო/ოდირ-ს იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 10 ივლისი 2025, 14:43

ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით ვისმენთ სპეკულაციებს. ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, გვითხრან, აღიარებენ იმ დასკვნას, რომელიც ეუთო/ოდირ-ის მიერაა წარმოდგენილი თუ არ აღიარებენ? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის   სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში ამ ორგანიზაციის და მისი დასკვნის დისკრედიტაცია მიმდინარეობდა.

„ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეუთო/ოდირ-მა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შესაბამისი დასკვნა იმის შესახებ, რომ არჩევნები ჩატარდა წარმატებით და გამოხატული იყო მოქალაქეების ნება. გახსოვთ, მთელი თვეების განმავლობაში როგორი მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობდა აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, გადაუარეს, ამდენი შეურაცხყოფა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

რატომ ითხოვენ ისევ ეუთო/ოდირ-ის ჩამოყვანას არჩევნებზე, თუ საპარლამენტო არჩევნების დროს წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა მათთვის მიუღებელი იყო? მაშინ ჯერ გვითხრან, აღიარებენ ამ დასკვნას, რომელიც ეუთო/ოდირ-ის მიერაა წარმოდგენილი თუ არ აღიარებენ? ამ ორგანიზაციას ამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს და ამაში ჩართული იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები. ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
არქივი