მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთსა და აზერბაიჯანს წარუდგინა სამხრეთ კავკასიაში კავშირების განბლოკვის წინადადება, სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ მედიისთვის ინფორმაცია არ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 10 ივლისი 2025, 21:22

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში კავშირების განბლოკვასთან დაკავშირებით წინადადება წარუდგინა.

კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელსაც სურს, წარმოაჩინოს გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში თავისი ძალისხმევა, წარმოადგინა ახალი გეგმა, რომელიც აშშ-ის ბიზნესის, როგორც სტაბილიზაციის ძალის მონაწილეობას ითვალისწინებს.

ამასთან, სომხური გამოცემა, „არმენპრესის“ კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამ ცნობებთან დაკავშირებით გასაზიარებელი ინფორმაცია არ აქვთ.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ მიმართულ ძალისხმევას. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც პრესაში მითითებულ ცნობებთან დაკავშირებით უნდა გავაზიაროთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობით კომენტარში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების და 150 მილიონი დოლარის საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტულსი გაბარდის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების შესაფასებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გამოაცხადა
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
არქივი