ნიკოლოზ სამხარაძე: თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 11 ივლისი 2025, 07:10

თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რა ინსტრუმენტების გამოყენებას ეცდება ოპოზიცია და მისი მეგობრები თვითმმართველობის არჩევნების წინ და რა იქნება მთავარი ბრალდებები, რომელსაც ხელისუფლება მოისმენს 4 ოქტომბრამდე.

„თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, არჩევნებამდე შეუნარჩუნონ დარჩენილი სიცოცხლის ნიშან-წყალი. ერთადერთი მიზანი ამ რეზოლუციების სწორედ ეს არის.

[არჩევნებამდე] იქნება მსგავსი განცხადებები, რომელიც წამოვა რასას [იუკნევიჩიენე] მსგავსი ადამიანებისგან, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტული, რადგან რიგმა ოპოზიციურმა წარმონაქმნებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან კანონმდებლობა, რომელიც მიიღო საქართველომ, არის დრაკონული, საშინელი და ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს და ა.შ. ასეთი საბჭოთა მენტალობის ადამიანები ბევრ ტყუილს იტყვიან კიდევ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ვინ ვინ არის, ვინ ვის თამაშს თამაშობს და რაზეა წამვსლელი“, - აღნიშნა სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გინდათ, მოლაპარაკებები გახსნათ? - მზად ვართ! გინდათ, ევროკავშირში მიგვიღოთ? - მზად ვართ!
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
არქივი