გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობოებისთვის გადმორიცხვები, რომლებიც თავად ევროპის სტრუქტურებმა გაავრცელეს, ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო სამი წლის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 11 ივლისი 2025, 12:59

არასამთავრობოებისთვის გადმორიცხვები, რომლებიც თავად ევროპის სტრუქტურებმა გაავრცელეს, ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ენჯეოსექტორს როდესაც მილიონი, ნახევარი მილიონი, მილიონ-ნახევარი გერიცხება გაურკვეველი მიზნით და არსად წერია, რაში უნდა დახარჯო ან რაში დახარჯე, შენ კი თან ამბიცია გაქვს, რომ გამჭვირვალე ორგანიზაცია ხარ, ეს იმის საჯარო მტკიცებულებაა, რასაც ჩვენ ვამბობდით. რა თქმა უნდა, ეს თანხები იხარჯება ძალადობროვი აქციების დაფინანსებაში და არც მალავენ. საჯაროდ ვნახეთ, მაგალითად, ხოშტარიას კადრები, რომ თავიანთ ოფისებში ინახავენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებს, თავდასხმის სხვადასხვა საშუალებას, ინახავენ პიროტექნიკას პოლიციელების წინააღმდეგ და ა.შ.

ამავდროულად, კარგად ვიცით ბრიტანეთის საელჩოს პასუხგაუცემელი კითხვა, რაში აპირებდა, რომ ნახევარი მილიონით დაეფინანსებინა ოთხი არასამთავრობო. ისეთ შარში გაეხვევიან ხოლმე, რის საწინააღმდეგოდაც თავად საუბრობენ. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ყველაფერი გამოაქვეყნე, რაში რა უნდა დახარჯო, ახლა ევროპის სტრუქტურებმა გამოამჟღავნეს, რომელ ორგანიზაციას საიდან რამდენი უნდა ჩაერიცხოს, მაგრამ რაში დახარჯავენ, ისინი ამის თქმას არ აპირებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურიაში პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მიხეილ ხიდურელი - პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
არქივი