ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 11 ივლისი 2025, 13:33

ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა „ჰრაპარაკი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ერევანმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ 5-საათიანი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაავრცელა, აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ დეტალები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, სამშვიდობო ხელშეკრულება პარაფირებულია და მხარეებმა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

სომხური მედიის თანახმად, 10 ივლისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სომხეთი გზის კონტროლის „აუთსორსინგის“ წინააღმდეგი არ არის.

„სწორედ ამას ისახავდა მიზნად სომხეთში ფაშინიანის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, კერძოდ „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“, იმავე „დაშნაკცუთიუნის“ წევრების დაპატიმრებები. საქმე ისაა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი შეთანხმებული პუნქტის თანახმად, მხარეებმა უნდა იბრძოლონ იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში მეორე მხარის წინააღმდეგ სეპარატისტულ განცხადებებს აკეთებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთში არ უნდა არსებობდნენ ოპოზიციური პარტიები ან პირები, რომლებიც ალიევსა და აზერბაიჯანს, ასევე ფაშინიანს აკრიტიკებენ“, – აღნიშნულია სომხური გამოცემის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
არქივი