თამარ ჩერგოლეიშვილი - არჩევნებზე გასვლით, ხაზარაძე დამარცხებულებში ბოსობას ეპოტინება, არასწორად გათვალა, „ტემუდან“ გამოწერილი მიშას და ბიძინას ჰიბრიდია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 11 ივლისი 2025, 16:02

არჩევნებში მონაწილეობა დანაშაულზე მეტი შეცდომაა, – ამის შესახებ „ფედრეალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამოცანაა, იმ ვაკუუმის შევსება ახალ თავისუფალ არჩევნებზე კამპანიით, რომ საცოდაობა გახდეს ის ფარსი, რასაც რეჟიმი მოაწყობს.

„ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ ისეთი გარემოება, რაც ამ ფარსს არარელევანტურს გახდის და, როგორც პარლამენტში არ შევიდნენ და ვერ შევიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათი წევრი „ლინკდინზე“ პროფილებს იცვლიდა, ზუსტად ასე შეიძლება, ვერ შევიდნენ ამ ფარსში, რასაც რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებს უწოდებს. ჩვენი ამოცანაა, იმ ვაკუუმის შევსება ახალ თავისუფალ არჩევნებზე კამპანიით, იმ მომავალზე, რაც ცვლილებების შემდეგ დადგება, რომ არარელევანტური, საცოდაობა გახდეს ის ფარსი, რასაც რეჟიმი მოაწყობს. ჩვენ უნდა მივაწვეთ ბოლომდე და მივაღწიოთ რეჟიმის ცვლილებას“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე არჩევნებზე გასვლით, დამარცხებულებში ბოსობას ეპოტინება.

„მთავარია კონსოლიდაცია და ძალა იმ მხარეს იყოს, რაც სწორია, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალა ჩვენს მხარეს არის. ძალა ართანამშრომლობის მომხრეა, გაცილებით მეტნი ვართ. ევროპარლამენტის რეზოლუცია ნახეთ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება ნახეთ, რომელიც არჩევნებს ფარსს უწოდებს. „ლელო“ რაღაც მოწყალე ჟესტს აკეთებს, რომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და უტოვებს სივრცეს. ხაზარაძე დამარცხებულებში ბოსობას ეპოტინება. ძალიან არასწორად გათვალა, ანუ „ტემუდან“ გამოწერილი მიშას და ბიძინას ჰიბრიდია. ჩვენ იმდენად მიმზიდველ და აქტიურ კამპანიას დავიწყებთ, რომ სასაცილოებად გამოჩნდებიან“, – განაცხადა თარამ ჩერგოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი