სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე - ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს სომხეთის ეკლესიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 11 ივლისი 2025, 20:05

სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა ეკლესიის საწინააღმდეგო პოლიტიკაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ეს პოლიტიკა სომხეთის სახელმწიფოებრიობას ემუქრება.

„ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ხალხის ერთობას, დარტყმებს აყენებს ჩვენი ქვეყნის კეთილს სახელს და სომხეთის ეკლესიას“, – ნათქვამია სომეხთა კათალიკოსის განცხადებაში.

როგორც გარეგინ მეორემ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებები წარმოადგინოს როგორც ნაბიჯები, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთი მღვდელმსახურის წინააღმდეგაა გადადგმული. მისივე თქმით, ნათელია, რომ ეს ნაბიჯები ატარებს სისტემურ ხასიათს და მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანიანი სომეხთა კათოლიკოსს ხშირად ქორწინების აღთქმის დარღვევაში სდებს ბრალს და მის გადადგომის ითხოვს. ფაშინიანი აცხადებს, რომ „სომხეთის სამოციქულო ეკლესია ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს დაკავებული და ის უნდა გათავისუფლდეს“

7 ივლისს სომხეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ გარეგინ მეორე თუ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებების გაკეთებაში ბრალდებული არქიეპისკოპოსების დაკავება უკანონოა, მაშინ ის „იზიარებს მათ იდეოლოგიას და სომხეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობისა და ქაოსის შექმნის გეგმებს“.

ივნისის ბოლოს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანია, რომელსაც სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მიზნით ტერორისტული აქტების მომზადებაში ადანაშაულებენ. ამავე მიზნით, საჯარო მოწოდებების გაკეთების ბრალდებით დაკავებულია ასევე შირაკის არქეისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
ოპოზიციას: თანახმა ხართ, რომ გავაუქმოთ ეს კანონი და სქესის გადაკეთება დავუშვათ საქართველოში? თანახმა ხართ, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს?
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
არქივი