შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 12 ივლისი 2025, 20:15

ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაშე არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი - „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაილეობის საკითხზე არსებულ დაპირისპირებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაცობა“ არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობნის“ წევვრობას, არამედ ეს არის იდეოლოგია, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებში მოქმედებას და მათი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას გულისხმობს.

„ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 2 აცხადებს, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 2 კი ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩააჩოჩეს, გააქრეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველ ხალხს კვლავ გარედან დადგმული სცენარით აჩვენონ, რომ მოვიდა რაღაც ახალი ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ კავშირში არ არის. შეგახსენებთ, გახარიას დღესაც აქვს კოალიციები თვითმმართველობის დონეზე ოთხ მუნიციპალიტეტში, „ლელოს“ წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, სხვა კავშირებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს არის მცდელობა, რომ ბრენდი „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის თვალს მოაცილონ და აჩვენონ, თითქოს რაღაც სხვა ძალა არის. ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას: გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარუდგენენ
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
არქივი