მაკა ბოჭორიშვილი: 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო მისწრაფებების მკაფიო ჩვენება, სად გვინდა წასვლა, საქართველომ დასავლური ორიენტაციისკენ არჩევანი გააკეთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 12 ივლისი 2025, 21:31

საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ ჩამოაყალიბა ქვეყნის ისტორია, კულტურა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გარშემო ხდება, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ ეს ტრანზიტული გზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ ჩამოაყალიბა ჩვენი ისტორია, კულტურა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ, ეს ტრანზიტული გზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აქ ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ორივე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის ტრანზიტულ პოტენციალზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ერთად განხილვა. ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოცდილება, რამაც გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები – ენერგეტიკული კავშირი, სატრანსპორტო კავშირი და, ზოგადად კავშირი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი და ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ შუა დერეფანს, ცენტრალურ აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ რეგიონისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა, ძალიან მკაფიო ევროპული იდენტობითა და ძალიან მკაფიო საუკუნოვანი, ევროპული მისწრაფებებით.

„საუკუნეები გავატარეთ ევროპული ღირებულებების დაცვაში, რაზეც ევროპა დღეს დგას. ეს არ არის ახალი. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ეს არ იყო ადვილი პერიოდი, როდესაც ეს მოხდა. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა იმ დროს რეგიონში. საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, უკრაინამ მოგვიანებით, ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო ჩვენი მისწრაფებების მკაფიო ჩვენება, რისი გაკეთება გვინდა და სად გვინდა წასვლა. ეს ნამდვილად ძალიან მკაფიო იყო ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდანვე, 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც საქართველომ ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა დასავლური ორიენტაციის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან 10 წლის შემდეგ საქართველომ ბევრს მიაღწია რეფორმების თვალსაზრისით, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს.

„საქართველოს თუ შეხედავთ, ის პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში, 2023 წლიდან საქართველო პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში და, „ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსს თუ შეხედავთ, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზეა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის. ეს იმ სტრუქტურული რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოში არის, განახორციელა და ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგვიძლია, ვთქვათ, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად, გვჭირდება სტაბილური განვითარება, გვჭირდება სტაბილური ზრდა და რეფორმები, რომლებიც ამის შედეგი იქნება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი