მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მთავრობა მოსახლეობის 54%-მა აირჩია, შეურაცხმყოფელია, მათ უთხრათ, რომ პრორუსულ მთავრობას ირჩევენ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 12 ივლისი 2025, 21:32

საქართველოს მთავრობა მოსახლეობის 54%-მა აირჩია და ჩვენ გვიხარია დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, შეურაცხმყოფელია, ამ ქართველებს უთხრათ, რომ ისინი პრორუსულ მთავრობას ირჩევენ, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

„2022 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და ეს ჩვენი ევროპული მისწრაფების ნათელი დემონსტრირება, რაც, ასევე, 2018 წლიდან ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, საქართველო წელიწადნახევარი ელოდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო. ეს რთულია, ამ გზაზე ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ცხადია, რთულია ევროპული არქიტექტურიდან, ევროპული უსაფრთხოებიდან საქართველოს გამოყოფა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გარეშე ვერ მივაღწევთ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ევროპაში. საქართველოს გარეშე ძალიან რთული იქნება ევროკავშირის მომავალზე საუბარი, ისეთზე, როგორიც გვსურს, რომ ვიხილოთ –  ძლიერი, ეკონომიკურად ძლიერი, მშვიდობიანი და სტაბილური“, – განაცხადა მაკა ბოჭრიშვილმა.

მისი თქმით,  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს ოკუპაცია წარმოადგენს.

„თქვენ იკითხეთ, საქართველოს მთავრობა პრორუსულია თუ პროევროპული. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს მთავრობა ქართველი ამომრჩევლების 54%-ის მიერ არის არჩეული და ჩვენ გვიხარია დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და შეურაცხმყოფელია, ამ ქართველებს უთხრათ, რომ ისინი პრორუსულ მთავრობას ირჩევენ, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ ტერიტორიაზე გვაქვს ორი სამხედრო ბაზა, ოკუპაცია კვლავ გრძელდება, კვლავ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ერთი რამეა მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მიმართულებაზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც არის ხალხის არჩევანი და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ბრძოლასთან სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ეს ასევე დაკავშირებულია ჩვენს ბრძოლასთან სტაბილურობისთვის“ – განაცხადა მაკა ბოჭრიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება როდესაც ხდება, უნდა იყოს დანახული გეოპოლიტიკურ კონტექსტში უფრო ფართო სურათი.

„უნდა გავიაზროთ და ვიყოთ ობიექტურები, როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაფასებთ. უნდა შევხედოთ უფრო ფართო სურათს გეოპოლიტიკურ კონტექსტში, არ შევაფერხოთ ის, რაც იქ ხდება, არ უნდა შევარბილოთ ჩვენი და ყველას როლი ამ სიტუაციაში. საქართველოს მთავრობა იბრძვის სტაბილურობისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი მომავალი განვითარებისთვის. საქართველო იბრძვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის და ეს აუცილებელია. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, რათა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ევროპული ქოლგის ქვეშ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი