მაკა ბოჭორიშვილი - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ რეფორმები განახორციელა, ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 12 ივლისი 2025, 21:47

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ საქართველომ ბევრს მიაღწია რეფორმების თვალსაზრისით, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაზეც რიცხვებიც მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში; 2023 წლიდან ის პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში; ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში 35-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის.

„საქართველოს თუ შეხედავთ, ის პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში, 2023 წლიდან საქართველო პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში და, „ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსს თუ შეხედავთ, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზეა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში – ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის. ეს იმ სტრუქტურული რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოში არის, განახორციელა და ბევრს მიაღწია ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგვიძლია, ვთქვათ, ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად, გვჭირდება სტაბილური განვითარება, გვჭირდება სტაბილური ზრდა და რეფორმები, რომლებიც ამის შედეგი იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გინდათ, მოლაპარაკებები გახსნათ? - მზად ვართ! გინდათ, ევროკავშირში მიგვიღოთ? - მზად ვართ!
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში - ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
არქივი