შს მინისტრმა კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 13 ივლისი 2025, 11:24

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გეკა გელაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა დანაყოფებსა და სტრუქტურულ ერთეულებსაც ეწვია. გეკა გელაძე თანამშრომლებს გაესაუბრა, მათი სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახეთის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები – მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი