აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წარმოებულ გამოძიებებში მონაწილეობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 13 ივლისი 2025, 13:46

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წარმოებულ საქმეებზე მუშაობდნენ. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მათ შორის არიან პროკურორები, იურისტების ასისტენტები და სხვა პერსონალი, რომლებიც მუშაობდნენ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობების გამოძიებაზე. ორივე ამ საქმეს ყოფილი სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჯამში 35-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა და როგორც „სიბიეს ნიუსი“ წერს, მოსალოდნელია, რომ კიდევ 15 ადამიანს გაათავისუფლებენ.

ამასთან, გათავისუფლებულთა შორის არის სამი პროკურორი, რომლებიც 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მუშაობდნენ და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი, პეტი გარტმანი, რომელიც ამ გამოძიებებში საზოგადოებრივ კავშირებს კოორდინირებდა. გარტმანმა „სიბიეს ნიუსს“ განუცხადა, რომ უწყებაში რეპრესიების ტალღა გაგრძელდება.

„წესები აღარ არსებობს. ადრე არსებობდა საზღვარი, იყო მკაფიო გამიჯვნა თეთრ სახლსა და იუსტიციის სამინისტროს შორის, რადგან ერთი მხარე არ უნდა ერეოდეს მეორის მუშაობაში. ეს საზღვარი სამუდამოდ გაქრა“,-განაცხადა გარტმანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი