29
13 ივლისი 2025, 18:59

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ის, რომ საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა „აუტოდაფე“, მოახდინა თვითლიკვიდაცია, მე ვფიქრობ – ამ საკითხზე ჩემს წინამორბედებთან არასოდეს მისაუბრია – მომდინარეობდა იქიდან, რომ რუსეთი გახდებოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დასავლეთმა გადაწყვიტა: საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, რატომ უნდა დავიცვათ წესები რუსეთის მიმართ, რომელიც არ ფლობს ისეთ პოტენციურ ძალას, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა? კარგი, ახლა ჩვენ რაღაცას ისე გამოვთვლით, როგორც გვინდა და ვიცხოვრებთ იმ წესებით, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით ჩვენთვის, რუსეთის ინტერესების იგნორირებით“, – აღნიშნა პუტინმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |