სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 13 ივლისი 2025, 22:45

სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.

სოზარ სუბარმა ზურაბიშვილის შანსებიც შეაფასა იმ შემთხვევაში, თუ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატი იქნება.

„იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ცოტა მეეჭვება, რომ ოპოზიცია ამაზე შეთანხმდეს. თუ იქნება, ეს იქნება იდეალური, რადგან სალომე ზურაბიშვილი არის დამარცხების ფორმულა. ყველა ჯერზე, სადაც კი იყო, ის იყო მარცხის ფორმულა.

2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის შედეგი ის იყო, რომ მან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ნახევარი პროცენტი მოაგროვა და საქართველოს ვერც ერთ საკრებულოში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა.

დღესაც სალომე ზურაბიშვილი იქნება დამარცხების ფორმულა ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, რომ ოპოზიციაც კარგად ხედავს, რომ მისგან ვერ გამოვიდა ის გამაერთიანებელი ფიგურა, რომლის გამოძერწვასაც მისგან მისი უცხოელი პატრონები ცდილობდნენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი