დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიციისთვის სასიცოცხლო არეალი არის არეულ-დარეულობა და რადიკალიზმი, ამიტომ კონსტრუქციული ველი მათთვის არ არის პერსპექტიული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 13 ივლისი 2025, 22:48

ქალბატონი დანიგანის წასვლის შემდგომ გაკეთებული ეს ბოლო ინტერვიუ და გარკვეული განცხადებები ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებას და სპეკულაციური თემების გაჩენას. ეს რა თქმა უნდა, ეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო სიტუაციასაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა რობინ დანიგანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას.

„ამ აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიციის შემოტრიალება იმდაგვარად, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პიროვნულ ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ქვეყნისას, საფუძველს მოკლებულია იმიტომ, რომ მათი გაგებით პიროვნული ინტერესი არის ფული და ის ამბობს ამ ფულზე უარს - თავის პიროვნულ ინტერესზე, როგორც მათ წარმოუდგენიათ, ამბობს უარს. ის ამბობს, რომ „ჩემთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი არ შეიძლება შანტაჟის ქვეშ განხორციელდეს““, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილზეც, რომელიც საელჩოს ვებგვერდზე დღემდე არ გამოქვეყნებულა.

„ორი სხვადასხვა პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში - ერთი იყო პრეზიდენტ ტრამპის მოსალოცი წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ და მეორე იყო რამდენიმე დღეში გაკეთებული აშშ-ის საელჩოსგან ისეთი განცხადება, რომელიც ამ ყველაფერს ჩრდილს აყენებდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ქალბატონი დანიგანი იყო დემოკრატიული პარტიის გამოგზავნილი საქართველოში. დღეს ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიაა. საჭიროა ახალი ელჩი ამ ქვეყანაში, რომელიც პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისთვის იქნება მომართული. ესეც გარკვეული ნიშანია, რომ შეიძლება უკეთესი პოზიციონირების პერსპექტივა გვქონდეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euronews: ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის დაურეკა და ახალი ანტიკორუფციული კანონის თაობაზე განმარტებები მოსთხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
არქივი