აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს დაესწრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 14 ივლისი 2025, 06:53

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ნიუ ჯერსის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტადიონზე“ იმყოფებოდნენ, სადაც ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.

ტრამპი ნიუ ჯერსის ქალაქ ტეტერბოროში ჩაფრინდა და ისტ რუზერფორდისკენ ავტოკოლონით გაემართა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ ეთამაშა. წელს ფიფა-მ ტურნირი განსხავავებული ფორმატით ჩაატარა, მასში მონაწილეობას სხვადასხვა კონტინენტის 32 საფეხბურთო კლუბი იღებდა.

ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი