
„როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთას მასზე ახორციელებთ დარტყმებს. თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია. ნოდარი [მელაძე] მოიშორეთ ყურიდან და ისე გამეცით პასუხები“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
მისი თქმით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს არ აინტერესებს რა პასუხს სცემს დასმულ კითხვაზე, ვინაიდან დირექტივებს, ინტერვიუს ჩაწერის მსვლელობისას, ტელეფონით მათივე ხელმძღვანელისგან, ნოდარ მელაძისგან იღებენ.
მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს სთხოვა ხმამაღალ სიგნალზე ჩაერთო საუბარი ნოდარ მელაძესთან, რის შემდეგაც მან საუბარი „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსთან გააგრძელა და მას სიცრუის ტირაჟირებისთვის განმარტებები მოსთხოვა.
„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ? მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნოდარ მელაძეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |