პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილზე: 11 ივლისს საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, ორმა მსჯავრდებულმა მიიღო დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს მყისიერად გაეწია სამედიცინო დახმარება, იგი გადაყვანილია „ვივამედში“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 14 ივლისი 2025, 15:24

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას მსჯავრდებულ გ.ბ. - სთან დაკავშირებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში, და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.

მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ხოლო, მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტულსი გაბარდის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების შესაფასებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გამოაცხადა
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
არქივი