
ისინი არიან პოლიტიკურ ქორწინებაში ოთხ საკრებულოში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიების - „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესახებ.
იგი ამგვარად გამოეხმაურა აღნიშნულ პარტიებს შორის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას.
„ეს მოცემულობა და ფაქტია და ფაქტი რაც არის, იმას რომ ამბობ, ეს არც დასმენაა და არც უარყოფა. ასე რომ, გახარიას რა გეგმები აქვს, ეს ჩვენთვის ინტერესის სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, ახლა ხაზარაძესთან რამდენად ექნება ეს პოლიტიკური ქორწინება, ამას ჩვენ ვნახავთ”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებაზე „ქრონიკისა“ და „პოსტივის“ გადამღები ჯგუფები არ შეუშვეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |