კახა კალაძე - კორპუსი, სადაც ნგრევა მოხდა, იყო ავარიული, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა უარი განაცხადეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 14 ივლისი 2025, 21:08

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

მისივე თქმით, ერთი ადამიანი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

კახა კალაძე ამბობს, რომ კორპუსი ავარიული იყო, თუმცა ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობისთვის მოსახლეობაში სრული თანხმობა არ იყო მიღწეული.

„კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იყო გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის დაოქმებული. შეთავაზება იყო გაკეთებული, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100-პროცენტიანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა, ამ ეტაპზე განაცხადეს უარი. ეს არის რეალური მდგომარეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი