დედაქალაქის ვიცე-მერის განცხადებით, ამ წუთებში სამი ოჯახი კვლავ უარს აცხადებს ავარიული შენობიდან გასვლაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 14 ივლისი 2025, 23:19

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დიდუბის გამგეობას დაევალა კორპუსის მცხოვრებლებთან დღესვე განახორციელოს კომუნიკაცია, რათა პირველ ეტაპზე მათი უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა მოხდეს, შემდგომ კი განახლდეს მოლაპარაკებები კორპუსის ჩანაცვლების პროგრამაზე.

მან დედაქალაქის მცხოვრებლებს მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, მომავალში პასუხისმგებლობით მოეკიდონ და დათანხმდნენ „ჩანაცვლების პროგრამის“ განხორციელებას.

„მინდა, სრულიად თბილისის მოსახლეობას მივმართო, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ აღნიშნულ ფაქტზე, როდესაც მუნიციპალიტეტი მიდის და მოსახლეობას ვთავაზობთ სრულიად უსასყიდლოდ, მუნიციპალური ხარჯებით გავიყვანთ დროებით საცხოვრებელში, მათივე კორპუსის ადგილას მოხდეს ძველი ავარიული კოპრუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა, კიდევ ერთხელ გაიაზრონ ჩემი თხოვნა, მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და დაგვთანხმდნენ ამ პროგრამის განხორციელებაში“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისი თქმით, მერია რა თქმა უნდა, ძალაში ტოვებს შეთავაზებას.

„უკვე ადგილობრივ გამგეობას დავალება მიღებული აქვს, რომ კიდევ ერთხელ, თითოეულ ოჯახთან განახორციელოს დღესვე კომუნიკაცია. აბსოლუტურად ყველა ოჯახს უზრუნველვყოფთ პირველ ეტაპზე, რომ გავიყვანოთ სასტუმროში, დავაბინაოთ, რათა მათი უსაფრთხოება იქნეს სრულად დაცული. ისევ დავიწყებთ, განვაახლებთ მოლაპარაკებებს, რათა მცხოვრებლების 100-პროცენტიანი თანხმობები ავიღოთ, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ კორპუსის დემონტაჟი და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა“, - განაცხადა შემთხვევის ადგილზე ბენდელიანმა.

ბენდელიანის თქმით, კორპუსს, სადაც ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს და მერიას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.

„ნამდვილად მძიმე ფაქტი მოხდა თითოეული ჩვენთაგანისთვის. მინდა, მივუსამძიმრო პირველ რიგში გარდაცვლილის ოჯახს.

რაც შეეხება უშუალოდ კორპუსის მომართვიანობას, წელიწადზე მეტია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვაქვს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი, ამის შესაბამისი დოკუმენტაციებიც არსებობს მერიაში და მუნიციპალიტეტში. გარკვეული რაოდენობის ოჯახები დაგვთანხმდნენ და გავიყვანეთ ქირით, თუმცა დღევანდელი კანონმდებლოს გათვალისწინებით კერძო საკუთრებიდან იძულებით მოსახლის გამოყვანის უფლება არ გაქვს, თუნდაც ახალი კორპუსის ჩანაცვლების მიზნით, თუ ამაზე მოსახლეობა თანხმობას არ განაცხადებს. სწორედ ამიტომ იყო და ამ კორპუსის ავარიულობის გათვალისწინებით იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუმცა სამწუხროდ, ნაწილი არ დაგვთანხმდა ქირით გაყვანაზე და ახალი კორპუსის მშენებლობაზე“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ამ მომენტში, როცა ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებულია, სამი ოჯახი არ თანხმდება ქირით გაყვანას. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი