ირაკლი ბენდელიანი - მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე ფაქტი კარგად გავიაზროთ და რასაც მერია სთავაზობს მოსახლეობას, დავთანხმდეთ ამ ყველაფერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 15 ივლისი 2025, 00:26

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მძიმე ფაქტი ყველამ კარგად გავიაზროთ და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ დადასტურდა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანის დაღუპვა. ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს კორპუსში მცხოვრებ თითოეულ ოჯახთან.

„უკვე დავიწყეთ მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი ყველამ კარგად გავიაზროთ და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს. როდესაც ავარიულია შენობა-ნაგებობა და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ყველა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ ყველაფერს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია ყველას სთავაზობს, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, სასტუმროებში გადავიყვანოთ ეს ხალხი, დროებითი საცხოვრებლით დავაკმაყოფილოთ, მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ახალი კორპუსების მშენებლობა და გარემონტებული ფორმით გადავცეთ მაცხოვრებლებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ დედაქალაქის მოსახლეობას, ეს უბედური შემთხვევა მაინც ავიღოთ მაგალითად, რათა მომავალში ავიცილოთ აღნიშნული ფაქტები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, მომხდარი ფაქტის მიუხედავად, რჩება სამი ოჯახი, რომლებიც აღნიშნული კორპუსიდან გასვლაზე უარს აცხადებენ.

„როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, ხვალ დილითვე, ვინც დაინტერესებული პირები იქნებით, ყველა შეგვიძლია შემოგატაროთ სასტუმროებში და განახოთ ის ოჯახები, ვინც გადულები იქნებიან. ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, ხომ იცით, რა შემთხვევა მოხდა, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლობით მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა ასეთი უბედური შემთხევევები ავიცილოთ თავიდან. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თითოეული მოსახლე შეგეძლებათ, ნახოთ სასტუმროებში და გადაამოწმოთ, როგორ პირობებში იქნებიან“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ხიდურელი - პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
არქივი