შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 15 ივლისი 2025, 18:13
ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით. ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება, - ასეთია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე, რომ მას სამარტოო საკანში პროვოკაცია მოუწყვეს და სცემეს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა თავისივე განცხადებაში ამხილა საკუთარი ტყუილი, ვინაიდან ის სამარტოო საკანში არ ყოფილა.

„რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდინა. შემდეგ ოსტაპ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველო ასე დატოვა. ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, მისი განცხადებების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. მოვისმინეთ ჩვენ განცხადება პენიტენციური სამსახურისა, ამას გარდა მოკვლევა არის დაწყებული იმისთვის, რომ დადგინდეს მაინც დეტალები რასთან გვქონდა საქმე. ნახეთ, რომ მის განცხადებაშივე იყო თაღლითობა ჩადებული, რომ თითქოს ის სამარტოო საკანში იყო მთელი ეს პერიოდი, რაც არის ტყუილი. ამაზე თქვა პენიტენციურმა სამსახურმა, რომ ის არის საკანში, სადაც 4 ადამიანი თავსდება და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პატიმრებთან ერთად იყო. ასე რომ რა გითხრათ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი