მოლდოვა იხრჩობა კორუფციაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური მედიასაშუალება, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები და ეს ყველაფერი მეტყველებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რითაც ევრობიუროკრატები განცხადებებს აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 16 ივლისი 2025, 15:43
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ ყველა მონაცემით წინ ვართ, ვიდრე მოლდოვა და ეს დღევანდელი მონაცემები არაა.

„ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, იგივე კანდიდატის სტატუსის საკითხი, როდესაც 2022 წელს, როდესაც მოლდოვას მიანიჭეს და ჩვენ დაგვჩაგრეს. მაშინ უკვე ყველაფერი შავით თეთრზე იყო დაწერილი, თუ რამხელა უსამართლობასთან გვქონდა საქმე, როდესაც ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმის მიხედვით, ჩვენ ვუსწრებდით მოლდოვას. მოლდოვა იხრჩობა კორუფციაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური მედიასაშუალება, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები და ეს ყველაფერი მეტყველებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რითაც ევრობიუროკრატები განცხადებებს აკეთებენ. ცა და დედამიწა არის საქართველო და მოლდოვა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი