ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ისტორია და წინაპრები დაივიწყეთ - LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 16 ივლისი 2025, 16:04
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.

„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:

პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!!

ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ - “ტოლერანტული” LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!!

ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!!
მშვიდობა - ომით შეცვალეთო !!

საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები - ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!!
ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
„ქართული ოცნება“ - საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია
გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც „მწვანე საზღვართან“ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი
ცესკო: 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
არქივი